საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1196
2012 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისათვის (საქართველო) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №2396 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისათვის (საქართველო) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №2396 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედს (საქართველო) (საიდენტიფიკაციო კოდი – 205011609) უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ავრანლოში მდებარე 318 728 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 99 წლის ვადით.“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური