საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
934
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-05-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 934

2012 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის 491 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2012 წლის 14 მაისის №04/10238) შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ტერიტორიული ორგანო) აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ 2010 წლის 11 მარტს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №2ა-ს მე- 6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ მიერ შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ა) 2012 წლის 30 სექტემბრამდე შპს „საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის “ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბაზაზე ( ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. № 21ა ( მიწის ( უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01. 14. 03. 040. 258) სისხლის ბანკი ს შექმნა და ამ მიზნით ამავე ვადაში დამატებით 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება ;

ბ) ამ განკარგულებით დათქმული მოთხოვნი ს შესრულების უზრუნველსაყოფად, არა უგვიანეს 2012 წლის 10 ივნის ისა , სახელმწიფოს სასარგებლოდ შპს „საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  ( ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. № 21ა ( მიწის ( უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01. 14. 03. 040. 258) I და II სართულების ფართ ობი ს მთლიანად და შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული  უძრავი ქონების ( ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. № 21ა ( მიწის ( უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01. 14. 03. 040. 258) V სართულის ფართ ობის ნახევრის იპოთეკით დატვირთვა.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პრემიერ‑მინისტრი                                                                                 ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია