|
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე;“; ბ) „ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ1“ ქვეპუნქტი: „ძ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციის სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 31 მარტიდან. |
ქუთაისი, 21 მარტი 2014 წ. N2161-IIს |