„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2162-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-03-21
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-27
სარეგისტრაციო კოდი
380000000.05.001.017368
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევისას;“.

2. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წიაღით სარგებლობის სფეროში კონკურენციის საკითხები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 31 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 მარტი 2014 წ.

N2162-IIს

კრებსითი — სრული ვერსია