სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
802
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 802

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -6 მუხლის შესაბამისად და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2012 წლის 27 აპრილის №05/9145) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში , საგარეჯოში, სოფელ მანავში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის (არასაცხოვრებელი გაშენების ფართობით – 102.8 კვ.მ) და მასზე  დამაგრებული 3508 კვ.მ  არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი №55.09.57.018 ) ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ .

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ -მინისტრი                                                    ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია