ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 800
2012 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და №4 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
„დანართი №4
კახეთის სარეაბილიტაციო ობიექტების დასახელება
| №
| მუნიციპალიტეტის დასახელება | ქვეპროექტის დასახელება |
| 1 | თელავი | ბატონის სასახლის რეაბილიტაცია |
| 2 |
| ბატონის ციხის მუზეუმის ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცია |
| 3 |
| ბატონის ციხის ტერიტორიაზე სურათების გალერეის რეკონსტრუქცია |
| 4 |
| ბატონის ციხის ტერიტორიაზე ახალი მუზეუმის მშენებლობა |
| 5 |
| ილია ჭავჭავაძის გამზირის გზის საფარის რეაბილიტაცია |
| 6 | ახმეტა | ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ტრადიციული სატრაპეზო სახლის მშენებლობა |
| 7 | საგარეჯო | ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის რეკონსტრუქცია |
| 8 | გურჯაანი | კურორტ ახტალის რეაბილიტაციის პროექტი |
| 9 | სიღნაღი | ბოდბის დედათა სამონასტრო კომპლექსის ინფრასტრუქტურის მოწყობა |
| 10 | ყვარელი | ყვარელში გამგეობის და ადმინისტრაციული შენობების, ციხის გალავნის, ჭავჭავაძის და კუდიგორის ქუჩების ღობეების და ჭიშკრების რეაბილიტაცია |
| 11 |
| ურბანული განვითარების სამუშაოები ყვარლის ქუჩებზე (ჭავჭავაძის და კუდიგორის ქუჩა) |
| 12 |
| ყვარლის ცენტრალური გზების რეაბილიტაცია (ჭავჭავაძის და კუდიგორის ქუჩა)“. |