„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა განსახლების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 ივნისის №1211 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2002
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა განსახლების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 ივნისის №1211 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 200 2

2012 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა განსახლების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 ივნისის № 1211 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა‑დევნილთა განსახლების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 ივნისის № 1211 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი 34 02 06) არაუმეტეს 70 000 (სამოცდაათი ათასი ) ლარი მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა განსახლების ღონისძიებებთან დაკავშირებული ტრანსპორტირებისა და სხვა საჭირო მომსახურების შესყიდვისათვის .“.

პრემიერ-მინისტრი                                ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია