საქართველოს მთავრობის
განკარგულება №110
2012 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე
1. „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ თვე ლოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, ამ კანონით დამტკიცებული „ რეგიონებში წყალმომარაგების მხარდაჭერის ღონისძიებებით“ გათვალისწი ნებული ასიგნებების (ეკონომიკური კლასიფიკაციით – სუბსიდიები) შპს „ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის“ (შემდგომ ში – კომპანია) გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართვე ლოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემ დგომში – სამინისტრო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე, 69-ე მუხლების შე საბამისად უზრუნველყოს „ თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაცი ული ხელშეკრულების გაფორმება კომპანიასთან.
2. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ, თითოეული გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური