|
,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებით (სსმ, 30/12/2013, 100110000.22.038.016251) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. დაწესებულების უფლებამოსილი პირის ნებართვით მსჯავრდებული, როგორც წესი, დაწესებულებიდან გადის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ არასამუშაო (შაბათი-კვირა) და უქმე დღეებში, თუ არ არსებობს დაწესებულებიდან დროებით გასვლის დამაბრკოლებელი გარემოება.”.
2. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: ,,11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი დღის ათვლა იწყება დილის 10:00 საათიდან და მთავრდება მომდევნო დღის დილის 10:00 საათზე.”.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|