საქართველოს მთავრობის
განკარგულება №19 2 7
2012 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალის ცვლილების შესახებ
1. სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მიზნით სს „ საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალიდან ამოღებულ იქნეს ქ. თბილისში, რუსთაველის გამზ. №8‑ ში მდებარე 12 934 კვ.მ არასასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 51 070 კვ.მ შენობა‑ნაგებობები №1 , №2, №3, №4, №5, №6, №7 ( საკადასტრო კოდი №01.15.05.049.001).
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ‑მინისტრი ბ . ივანიშვილი