„საკომუნიკაციო მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1805
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-09-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საკომუნიკაციო მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1805

2012 წლის 2 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

საკომუნიკაციო მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბა­მისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნე­ლო­ბის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩ ა­ტარების მიზნით, მიეცეთ უფლება შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომ საკომუნიკაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, თუ ეს მომსახურება მოიცავს:

ა) ქვეკავშირებს შემსყიდველ ორგანიზაციებსა ან/ და მათ ტერიტორიულ ერთეულებს შორის;

ბ) შიდა კავშირებს (VPN, სიმეტრიული ან/და ასიმეტრიული არხები);

გ) გარე კავშირს (გლობალური ან/და ლოკალური ინტერნეტი);

დ) ინტერნეტ ტელეფონს (VoIP).

2. ამ განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ წელს.

პრემიერ-მინისტრი   ი . მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია