საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 35
2012 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ათვის– ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისათვის „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სსიპ – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრზე არ გავრცელდეს „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ:
ა)ცენტრის დირექტორის თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არა უმეტეს 3 290 ლარით;
ბ)ცენტრში შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არა უმეტეს 1 931 ლარით;
გ)საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განსაზღვროს არა უმეტეს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის 28%-ის ოდენობით.
2.განკარგულება ძალაშია 2012 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური