|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 849) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“-„ძ“ ქვეპუნქტები:
„ქ) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“; ღ) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; ყ) ინსტიტუტი „ოპტიკა‘‘; შ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; ჩ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; ც) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; ძ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|