„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამრღვევის ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 13 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.129.016104
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამრღვევის ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 13 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №5

2014 წლის 7 მარტი

ქ. ჭიათურა

 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამრღვევის ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 13 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების,  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის შესაბამისად,

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამრღვევის ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 13 ივლისის №29 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-2  მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

        „მუხლი 2

  ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის განყოფილებას მიენიჭოს უფლებამოსილება, შეადგინოს ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 22-ე და 27-ე პუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე“.

მუხლი 2
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამრღვევის ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 13 ივლისის №29 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი იურიდიული პირი

   ადმინისტრაციულ სამართალადარღვევათა ოქმს ადგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის განყოფილება (შემდგომში – სამართალსუბიექტი).“ ;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სამართალსუბიექტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 22-ე და 27-ე პუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგიორგი კაპანაძე

კრებსითი — სრული ვერსია