შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის სსიპ – სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 14.5 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1056
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-08-10
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის სსიპ – სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 14.5 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1056

2010 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის “ კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის სსიპ – სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 14.5 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. „ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ “ დებულების დამტკი­ცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის № 96 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ,  მოწონებულ იქნეს სა­ქარ­თველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადება და სა­ქარ­თველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომი­სიის რეკომენდაცია (კომისიის 2010 წლის 9 აგვისტოს სხდო­მის ოქმი № 7) და შპს „ საქართველოს სახელმწიფო ელე­ქ­ტროსისტემის “ კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების უსა­ფრ­თხო ფუნქციონირებისათვის სსიპ – სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონ­დიდან ამოირიცხოს  14.5 ჰა მიწის ფართობი.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითა ­ რე ­ ბის სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნ ­ ველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კა ­ ნონ ­ მდებლობით დადგე ­ ნილი წესით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                     ნ. გილაური

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია