„საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №23 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
922
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-07-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №23 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 922

2010 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

„ საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების    შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის № 23 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის № 23 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ნიკა ავალიანი – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

მალხაზ აკიშბაია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

ლაშა არველაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის უფროსი

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

ვლადიმერ გეგელაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

დავით გიორგაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

ირაკლი ეზუგბაია – შპს „ საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

მარიამ ვალიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე

მამუკა ვაწაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

ომარ კაჭარავა – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი

ნოდარ კერესელიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

ირაკლი მატკავა  – სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი

ილია მაღალაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

თორნიკე მგალობლიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილე

ირაკლი სირაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ნოდარ სურგულაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ირაკლი ქაშიბაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი

გიორგი ჩხეიძე – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში

ლევან ჭიჭინაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი

დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

ბექა ჯაყელი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. “ .

პრემიერ-მინისტრი                   ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია