შეტანილ იქნეს ცვლილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 25 დეკემბრის №234 დადგენილების /სსმ matsne@justice.gov.ge 26.12.2013, 010250020.35.123.016186/ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მართვის ტერიტორიული ორგანოებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარმოდგენილი, დადებითად გადაწყვეტილი განცხადებების საფუძველზე შედგენილი ღონისძიებათა ნუსხა წარედგინება ქალაქ ქუთაისის მერს, რომელიც ამტკიცებს მას, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით“.
|