საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 464
2010 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციას დაამატოს ორგანიზაციული კოდი „ 23 01 12 – სსიპ – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრი “ .
2. განკარგულება ძალაშია 2010 წლის 1 მაისიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური