ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 9
2010 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
„ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის № 1041 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის № 1041 გან კარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და პირველი პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დ) თერჯოლის მუნიციპალიტეტს – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
დ.ა) სოფელ ქვედა ალისუბნის ბაგა-ბაღის მშენებლობის დაწყება;
დ.ბ) სოფელ თუზის ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;
დ.გ) სოფელ რუფოთის ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;
დ.დ) სოფელ ბარდუბნის № 2 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;
დ.ე) სოფელ ეწერის ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;
დ.ვ) სოფელ ჭოგნარის ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;
დ.ზ) სოფელ კვახჭირის ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;
დ.თ) თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობა (ქალაქის შემოსასვლელ-გასასვლელში ღობეების მოწყობა, საცხოვრებელი სახლების ფასადების შეღებვა და სახურავების შეკეთება, გარე განათების მოწყობა ქალაქისა და სოფლების ცენტრებში, ღვარსადენების გაწმენდა, ბორდიურების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები);“ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური