„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზის 56-ე კმ-ზე მდ. ყვირილასა და ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას ს/გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №101 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-01-12
გამოქვეყნების თარიღი
2010-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზის 56-ე კმ-ზე მდ. ყვირილასა და ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას ს/გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №101 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 8

2010 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

„ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზის 56-ე კმ-ზე მდ. ყვირილასა და ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას ს/გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოსმთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის № 101 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზის 56-ე კმ-ზე მდ. ყვირილასა და ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას ს/გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის № 101 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი და მე-2  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2009-2010 წლებში უზრუნველყოს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, მდინარე ყვირილასა და ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე, მდინარე ჯახვათაზე სახიდე გადასასვლელების  მშენებლობა.

2.2009-2010 წლებში დაგეგმილ სამუშაოთა დაფინანსება განხორციელდეს „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის “ (ორგანიზაციული კოდი – 25 03 01 02 01) და „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის “ მუხლებით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან. “ .

პრემიერ-მინისტრი       ნ.   გილაური

კრებსითი — სრული ვერსია