„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
149
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-18
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017768
„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №149

2014 წლის 13 თებერვალი

ქ.თბილისი

 

„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხ­ლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აღმასრულებელი ხელისუფ­ლების შესაბამისი დაწე­სებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემ­დებარებული საჯარო სა­მარ­თლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღო­ნისძიებათა შესახებ“ სა­ქარ­თველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დად­­გენილებაში (www.matsne.gov.ge, 18.03.2011, 040030000.10.003.016288) შეტა­ნილ იქნეს ცვლი­­ლე­ბა და 11 მუხლის მე‑3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

„3. საქართველოს სამინისტროს მიერ გაცემული გრანტების წლი­ური მოცუ­ლობა არ უნდა აღემატებოდეს მისთვის დამტკიცებული ასიგ­ნებების 1%-ს, თუ სა­ქართველოს მთავრობის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია