„გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-02-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-24
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.148.016186
„გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2014 წლის 14 თებერვალი

ქ. გორი

 

,,გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 იანვრის №1 დადგენილებით (სსმ, ვებ გვერდი, 14/01/2014; 280120000.35.148.016182) დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ სამი 0-18 წლის ასაკის შვილი ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ  200 (ორასი) ლარის  ოდენობით“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან  წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე

კრებსითი — სრული ვერსია