|
ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული, მასობრივი, სპორტული და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებისას ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" მიერ სამედიცინო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ
|
ქ. თბილისის სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მისდამი მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში დამატებით ახორციელებს კულტურულ, მასობრივ, სპორტულ და სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე სამედიცინო მოსახურებას. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 321 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: |
| მუხლი 1 |
მიეცეს თანხმობა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, რათა კულტურულ, მასობრივ, სპორტულ და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებისას გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება განახორციელოს დანართი 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|