|
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 11.07.2001, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუზეუმს ადგილობრივ კატეგორიას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ან მუზეუმის მესაკუთრის განცხადებით ანიჭებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.“. 2. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აღრიცხავენ მათ ტერიტორიაზე და მათ საკუთრებაში არსებულ მუზეუმებს.“. 3. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია სამუზეუმო საქმიანობის მართვაში;“. 4. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლება-მოვალეობები სამუზეუმო საქმიანობის მართვაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები: ა) აფინანსებენ და აკონტროლებენ მათ საკუთრებაში არსებულ მუზეუმებს; ბ) კოორდინაციას უწევენ მათ ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების საქმიანობას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 5 თებერვალი 2014 წ. N1978-IIს |