საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
119
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016536
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 119

2014 წლის 27 იანვარი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

      1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 2014 წლის განმავლობაში ამ განკარგულების დანართით განსაზღვრულ საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, ამავე დანართში განსაზღვრული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

      2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის   21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „ გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს მითითებული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

 

პრემიერ - მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

 

 

                                                      დანართი

1. 2014 წლის  საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობები

IMTM თელ-ავივი, ისრაელი 11-12 თებერვალი

BALTTOUR რიგა, ლატვია 7-9 თებერვალი

BIT მილანი, იტალია 13-15 თებერავლი

TOUREST ტალინი, ესტონეთი 14-16 თებერვალი

ITB ბერლინი, გერმანია 5-9 მარტი

UITT კიევი, უკრაინა 26-28 მარტი

AITF ბაქო, აზერბაიჯანი 3-5 აპრილი

COTTM პეკინი, ჩინეთი 9-11 აპრილი

KITF ალმა-ატა, ყაზახეთი 23-25 აპრილი

ATM დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები 5-8 მაისი

IMEX ფრანკფურტი, გერმანია 20-22 მაისი

KOTFA სეული, სამხრეთ კორეა 29 მაისი - 1 ივნისი

JATA ტოკიო, იაპონია 25-28 სექტემბერი

POZNAN International Travel Fair პოზნანი, პოლონეთი 17-20 ოქტომბერი

WTM ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 3-6 ნოემბერი

EIBTM ბარსელონა, ესპანეთი 18-20 ნოემბერი

2. შესასყიდი მომსახურება

● სტენდის მშენებლობა;

● სტენდის აღჭურვილობის დაქირავება;

● სტენდის მობილური კონსტრუქციის შექმნა;

● სტენდზე გასართობი ღონისძიებების მოწყობა (კონცერტი, შოუ, დეგუსტაცია და სხვა);  

● პრესკონფერენციებისა და პრეზენტაციების მოწყობა;

●  პიარაქტივობისა და მარკეტინგული კომპანიის დაქირავება;

● გამოფენის ფარგლებში გასავრცელებელი მოსაწვევების ბეჭდვა.

კრებსითი — სრული ვერსია