საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
118
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2015-11-09
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017737
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს შექმნის შესახებ
(ძალადაკარგულია - 09.11.2015, №572)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №118

2014 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ციფრული მაუწყებლობის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).
მუხლი 2
სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრი.
მუხლი 3
სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
მუხლი 4
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ:

1.  განახორციელოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი.

2. უზრუნველყოს სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 5
დადგენილება, გარდა მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 6
დადგენილების მე-3 მუხლი ამოქმედდეს 2014 წლის 14 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია