საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 120
2013 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ენერგოტრანსს“, Trans Electrica Limited-ს და Trans Electrica Georgia LTD -ს შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ენერგოტრანსს“, Trans Electrica Limited-ს და Trans Electrica Georgia LTD -ს შორის დასადები დამატების პროექტი 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაზე.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, დამატებას საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ.
პრემიერ -მინისტრი ბ . ივანიშვილი