შპს ,,ენერგო-არაგვისათვის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
373
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-04-26
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
შპს ,,ენერგო-არაგვისათვის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №373

2013 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

შპს ,,ენერგო-არაგვისათვის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36 -ე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ -  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს ,,ენერგო-არაგვს” (საიდენტიფიკაციო კოდი 204515177) საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ენერგო-არაგვს” შორის 2007 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებ ის უზრუნველსაყოფად , შესაბამისი აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, წლიური საზღაურით 100 ლარი, გადასცეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტ ში, არაგვის ხეობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 205 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №74.06.13.008) და ყაზბეგის მუნიციპალიტეტ ში, არაგვის ხეობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 302 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №74.06.13.166).

2. განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემ ა ვალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                       ბ . ივანიშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია