საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 41
2013 წლის 1 5 იანვარი
ქ. თბილისი
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2013 წელს უზრუნველყოს „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 ივნისის №07/06/03 და „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 დეკემბრის №13/12/05 განკარგულებებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „ რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პრო გ რამული კოდი 25 03 ) და „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტი ვების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №5 49 ბრძანებით დამტკიცებული „ საქართველოს მუნიცი პალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ მუხლით (პროგრამული კოდი 25 03 01 ) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61 - ე მუხ ლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №2093 განკარგულება „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 ივნისის №07/06/03 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგუ ლების პროექტის შესახებ“.
პრემიერ - მინისტრი ბ . ივანიშვილი