საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
514
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №514

2013 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101   მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიის DHL-ის და TNT-საგან დიპლომატიური ფოსტის საფოსტო მომსახურების მრავალწლიანი (3 წელი) სახელმწიფო შესყიდვა (ყოველწლიურად 50 000 ლარის ღირებულების ფარგლებში) განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                                 ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია