საქართველოს მთავრობის
განკარგულება №17
2009 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის დამატებითი წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის გასაფორმებელი დამატებითი წერილობითი ხელშეკრულების პროექტი შპს „ორთაჭალაჰესი 2007“-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის ნასყიდობასთან დაკავშირებით.
2. მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ლ. ჟვანიას, გააფორმოს პირველ პუნქტში მითითებული დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი