საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 745
2007 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ივნისის № 287 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ივნისის № 287 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ 1. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის № 93 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
„ უჩა გელაშვილი – საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ასოციაციის თავმჯდომარე
ზურაბ გუნცაძე – ფონდ „ ALPE“ -ს დირექტორი
კახა დამენია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
გივი მიქანაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
კახა უშიკაშვილი – საქართველოს კონტროლის პალატის საფინანსო სამმართველოს უფროსი
სიმონ შაფაქიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
თამარ ხორბალაძე – სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დეპარტამენტის პროდიუსერების ჯგუფის აღმასრულებელი პროდიუსერი. “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე