დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4
მიმღები ორგანო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-01-21
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-02
სარეგისტრაციო კოდი
370020000.35.169.016140
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
(ძალადაკარგულია - 02.03.15 №17)

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2014 წლის 21 იანვარი

ქ. დედოფლისწყარო

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  22-ე  მუხლის 1-ლი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის,  „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8  ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი განისაზღვროს 28-ით.
მუხლი 2
სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:
1. ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე - 1კვ. მეტრისათვის - 2 ლარით;
2. სოფლებში 1კვ. მეტრისათვის - 1,0 ლარით;
3. დასახლებათა შორის არეალებში 1კვ.მეტრისათვის - 0,50 ლარით.
4. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) 1კვ. მეტრისათვის - 1,25 ლარით.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2010   წლის 30 ნოემბრის  №58  დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარელევან ნატროშვილი

კრებსითი — სრული ვერსია