„დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს №525 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1066
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს №525 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1066

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს № 525 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექ­სის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლი­ლება „ დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონის­ძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავ­­რობის 2008 წლის 6 აგვისტოს № 525 განკარგულებაში და ამ განკარ­გულების პირ­ველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) შესაძლოდ მოკლე დროში განახორციელოს  დაბა ბაკურიანის წრიული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებითა და ტექნიკური ზედამხედველობით) „ საქართველოს 2009 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქარ­თვე­ლოს საავ­ტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ გზების მოვ­ლა-შენახ­ვის ხარჯების“ (მიმდინარე, პერიოდუ­ლი შეკეთება, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მშენებლო­ბა და შენახვა ზამთრის პერიოდში) მუხლით (ორგანიზაცი­ული კოდი _ 25 03 01 02) და „ საქართველოს 2010 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქარ­თვე­ლოს საავ­ტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ გზების მოვ­ლა-შენახ­ვის ხარჯების“ (მიმდინარე, პერიოდუ­ლი შეკეთება, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მშენებლო­ბა და შენახვა ზამთრის პერიოდში) მუხლით (ორგანიზაცი­ული კოდი _ 25 04 01 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან; “ .

პრემიერ-მინისტრი                                                                         ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია