,,თვითმმართველი ქალაქი ფოთისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №93 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1060
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
,,თვითმმართველი ქალაქი ფოთისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №93 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1060

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ თვითმმართველი ქალაქი ფოთისათვის საქართველოს  მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის  გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის № 93 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ თვითმმართველი ქალაქი ფოთისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის  გა­მოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის № 93 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. 2009 წლის პირველ კვარტალში ქალაქ ფოთს აქვს მნიშვნელოვანი ფინანსური სიძნელეები, რაც აფერხებს ნა­კისრ ვალდებულებათა შესრულებას. აღნიშნულის გათვალის­წინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართვე­ლოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქარ­თვე­ლოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრო­ბის სარეზერვო ფონდიდან თითმმართველ ქალაქ ფოთს გა­მო­უ­ყოს 1 500 000 (ერთი მილონ ხუთასი ათასი) ლარი. “ .

პრემიერ-მინისტრი                                                                             ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია