„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის №999 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2222
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016378
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის №999 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2222

2013 წლის 31 დეკემბერი

 ქ. თბილისი

,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის № 999 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

      საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის № 999 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,, 2. დეპარტამენტმა 2013-2014 წლებში უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქც ევი) - სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ117–კმ119 მონაკვეთზე ფერდობის ჩამოწმენდისა და გამაგრების სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.”;

ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. დეპარტამენტმა ამ განკარგულებით გათვალისწინებული 2014 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს 2014 წელს შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.”.

 

პრემიერ-მინისტრი                                ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია