სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2147
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016425
სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2147

2013 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის სამონასტრო კომპლექსის – სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2013-2014 წლებში 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების მომსახურების  სახელმწიფო  შესყიდვა განახორციელოსგამარტივებული შესყიდვის საშუალებით .
პრემიერ-მინისტრი  ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია