საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
152
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-03-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 152

2008 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

1 . მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით დადოს საგრანტო ხელშეკრულება  საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან _ „ფონდი _ ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევისა და სოფლის ინფრასტრუქტურის აღწერის სტატისტიკური სამუშაოების, ასევე სტატისტიკის დეპარტამენტის შესაძლებლობათა განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

2 . „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად განკარგულების პირველ  პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკური სამინისტრო.

3 . განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია