ტექნიკური რეგლამენტი „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნობაზე და სტაბილურობაზე პომიდვრის ახალი ჯიშის (Lycopersicum esculentum L) მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-03
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-15
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017591
ტექნიკური რეგლამენტი „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნობაზე და სტაბილურობაზე პომიდვრის ახალი ჯიშის (Lycopersicum esculentum L) მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №7

2014 წლის 3 იანვარი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტი „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნობაზე და სტაბილურობაზე პომიდვრის ახალი ჯიშის (Lycopersicum esculentum L) მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  103-ე მუხლის პირველი, მეხუთე ნაწილების, 104-ე მუხლის მეორე ნაწილის, და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და 25-ე მუხლის შესაბამისად,

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნობაზე და სტაბილურობაზე პომიდვრის ახალი ჯიშის (Lycopersicum esculentum L) მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების  შესახებ“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნობაზე და სტაბილურობაზე პომიდვრის ახალი ჯიშის (Lycopersicum esculentum L) მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 16 მარტის №2-65 ბრძანება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია