ტექნიკური რეგლამენტის - „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე რბილი ხორბლის (Triticum aestivum L. emend. Fiori& Paol.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების“ დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
33
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-03
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-13
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017581
ტექნიკური რეგლამენტის - „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე რბილი ხორბლის (Triticum aestivum L. emend. Fiori& Paol.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების“ დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №33

2014 წლის 3 იანვარი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის - „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე რბილი ხორბლის (Triticum aestivum L. emend. Fiori& Paol.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების“ დამტკიცების შესახებ

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  103-ე მუხლის პირველი, მეხუთე ნაწილების, 104-ე მუხლის მეორე ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და 25-ე მუხლის შესაბამისად,

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - „განსხვავებულობაზე,  ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე რბილი ხორბლის (Triticum aestivum L. emend. Fiori& Paol.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“, თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი N1-N5).
მუხლი 2
 

ძალადაკარგულად გამოცხადდეს განსხვავებულობაზე,  ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე რბილი ხორბლის (Triticum aestivum L. emend. Fiori& Paol. ) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 8 იანვრის N2-2 ბრძანება.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია