„საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საჭირო ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით ონის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №225 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
920
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საჭირო ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით ონის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №225 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 920

2009 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საჭირო ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით ონის მუნიციპალიტეტისათვის  საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 225 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საჭირო ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით ონის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 225 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. საომარი მოქმედებების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ  „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ონის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 67 200 (სამოცდაშვიდი ათას ორასი) ლარი. “ .

პრემიერ-მინისტრი                                                                                                  ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია