საქართველოს პარლამენტის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
366
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-06-04
გამოქვეყნების თარიღი
2008-06-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პარლამენტის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 366

2008 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

1. „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგე­ბო­ბების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის № 110 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირ­ველი პუნქტის შესაბამისად გადაეცეს იჯარის ფორმით სს „ თი­ ბი სი ბანკს “ ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირ № 8-ში მდე­ბარე საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული სა­სა­ხ­ლის „ C “ კორპუსში არსებული 18 კვ.მ ფართობი და მასზე წი­ლობრივად დამაგრებული მიწის ფართობი 5 წლის ვადით; ყო­ველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 300 აშშ დო­ლა­რის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით, ხოლო სს ,,სა­ქარ­თველოს ბანკს” – ქ. თბილისში, რუსთაველის გამ­ზირ № 8-ში მდე­ბარე საქართველოს პარლამენტის ადმინისტრა­ციული სა­სახლის „ C “ კორპუსში არსებული 22 კვ.მ ფართობი და მასზე წი­ლობრივად დამაგრებული მიწის ფართობი 5 წლის ვადით; ყო­ველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 300 აშშ დო­ლა­რის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ (ე. შარაშიძე) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიე­ბე­ბი სს „ თი ბი სი ბანკსა “ და სს ,,საქართველოს ბანკთან “ საი­ჯა­რო ხელშეკრულებათა გაფორ­მე­ბის მიზნით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

  პრემიერ-მინისტრი                                       ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია