ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
40
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-06
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-02
სარეგისტრაციო კოდი
320110000.10.003.017576
ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ
(ძალადაკარგულია - 02.10.2014, №586)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №40

2014 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

 

ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ფოსტის სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანამდე, „საფოსტო ამანათებზე“ 1994 წლის 14 სექტემბრის საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული საფოსტო გზავნილის – ამანათის (შემდგომში − ამანათი) მიღება-გაგზავნის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყოს:

ა) საქართველოში სახმელეთო ან საზღვაო გზით შემომავალი  ამანათის შემოტანა, დამუშავება და ადრესატისათვის ჩაბარება, ასევე საქართველოდან სახმელეთო ან საზღვაო გზით გამავალი ამანათის  გამგზავნისაგან მიღება, დამუშავება და გაგზავნა;

ბ) სახმელეთო ან საზღვაო გზით შემოტანილი ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე სახმელეთო გზით ტრანსპორტირება, მისი დამუშავებისა და ადრესატისათვის ჩაბარების (მათ შორის დატარებით) ან გაგზავნის მიზნით.

მუხლი 2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ,  2014 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის პროექტი.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია