საქართველოს მთავრობის
განკარგულება №331
2008 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
შპს „ ლოდი ო.ვ.“ -ს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
1. „ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 (სამი) თვით გათავისუფლდეს შპს „ ლოდი ო.ვ. “ და ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელავერის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს 30 000 მ3 ინერტული მასალის მოპოვების სამუშაოები შემდეგ X და Y კოორდინატებში:
| № | X | Y |
| 1. | 299227 | 4701648 |
| 2. | 299221 | 4701631 |
| 3. | 299238 | 4701607 |
| 4. | 299245 | 4701614 |
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე