„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
289
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-05-07
გამოქვეყნების თარიღი
2008-05-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №289

2008 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

„ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ- ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად „ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) „ ბ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ბ) დმანისის მუნიციპალიტეტი:

– 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი – სოფელ გომარეთის სასმელი წყლის ავზებისა და შიდა სისტემის სარემონტო სამუშაოების შესრულება;

– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – დიდი დმანისის ტერიტორიულ ერთეულში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – ქალაქ დმანისის 9 აპრილის ქუჩისა და მისი ორი განშტოების ორმული შეკეთება;

– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – სოფელ ჯავახის მისასვლელი გზის რემონტი ჯებირების მოწყობით;

– 200 000 (ორასი ათასი) ლარი – მრავალსართულიანი ბინების სახურავების მოწყობა 5 კორპუსზე და 2 კორპუსზე – სახურავების რემონტი;

– 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი – პოლიციის შენობის რემონტი;

– 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი – ქ. დმანისის სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და სოფელ დალარის სასმელი წლის ახალი მაგისტრალური ხაზის მოწყობა;

– 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი – ქ. დმანისისა და მუნიციპალიტეტის სოფლების დაგვა - დასუფთავების მომსახურების შესყიდვა;

– 83 000 (ოთხმოცდასამი ათასი) ლარი – სოფელ განთიადში დამწვარი კლუბის დემონტაჟი და მის ადგილზე მინი–სტადიონის მოწყობა; “

ბ) „ ხ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ხ) სენაკის მუნიციპალიტეტი:

სულ 1 902 700 (ერთი მილიონ ცხრაას ორი ათას შვიდასი) ლარი

– შიდა გზების რეაბილიტაცია;

– შენობა - ნაგებობების სახურავებისა და წყალსადენი მილების რეაბილიტაციის სამუშაოები;

– წყალსადენის შიდა ქსელის სარემონტო სამუშაოები;

– სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია;

– 405 000 (ოთხას ხუთი ათასი) ლარი – ქ. სენაკის ა. ელიავას ქუჩის ნაწილისა და გ. ღვინჯილიას ქუჩის მოასფალტება; “

გ) „ ძ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ძ) ქარელის მუნიციპალიტეტი:

– 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი – რუის - ურბნისის დაზიანებული სარწყავი არხების აღდგენა-რეაბილიტაცია;

– 212 600 (ორას თორმეტი ათას ექვსასი) ლარი – შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები;

– 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი – ქ. ქარელის ცენტრალური ქუჩისა და კულტურის სახლის მიმდებარე პარკის მოწყობა; “

დ) „ ჰ.ი “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ჰ.ი) მცხეთის მუნიციპალიტეტი:

– 940 000 (ცხრაას ორმოცი ათასი) ლარი – სოფელ ძეგვის საბავშვო ბაღის რემონტი, სოფელ მსხალდიდის სკოლის რემონტი, სოფელ მუხრანის სკოლის კომპიუტერული ოთახის მოწყობა, სოფელ მისაქციელის წალმომარაგების მაგისტრალის გაყვანა, სოფელ წილკანის გაზიფიცირება);

– 100 000 (ასი ათასი) ლარი – სოფელ ვაზიანის გაზიფიცირება;

– 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი – სოფელ მუხრანის გაზიფიცირება;

– 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი – სოფელ ჩარდახში შენობის სახურავის მოწყობა;

– 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი – ქ. მცხეთაში საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შეცვლა;

– 300 000 (სამასი ათასი) ლარი – ქ. მცხეთის წყლის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია;

– 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი – სოფელ ძალისში სარწყავი არხის მშენებლობა;

– 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარი – ქ. მცხეთაში ნარეკვავის, კინოთეატრ „ კარიბჭის “ უბანში, სოფელ საგურამო - გალავნის, არაშენდისა და ნავდარაანთკარის შიდა გზების კაპიტალური რემონტი;

– 87 000 (ოთხმოცდაშვიდი ათასი) ლარი – სოფელ ჩარდახის საშუალო სკოლის სპორტული დარბაზის კაპიტალური რემონტი;

– 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი – სოფელ ჩარდახის საბავშვო ბაღის რემონტი;

– 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი – სოფელ წილკანისა და სოფელ ძალისის საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი;

– 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი – სოფელ ბიწმენდის სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია;

– 157 000 (ას ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი – სოფელ ჩარდახის, სოფელ წეროვნის და სოფელ ქსნის წყალმომარაგება; “

ე) განკარგულებას დაემატოს „ ჰ.ტ “ და „ ჰ.უ “ ქვეპუნქტები:

„ ჰ.ტ) თერჯოლის მუნიციპალიტეტი:

– 195 900 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ცხრაასი) ლარი – სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის კაპიტალური რემონტი;

– 39 600 (ოცდაცხრამეტი ათას ექვსასი) ლარი – სოფელ ჭოგნარში, ქვედა სიმონეთში, ბარდუბანში, ალისუბანსა და რუფოთში კომუნიკაციებისა და შენობა–ნაგებობების მოწყობა–შეკეთება; “

„ ჰ.უ) გარდაბნის მუნიციპალიტეტი:

– 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარი – სოფელ ფოლადაანთკარის გაზიფიცირება. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ- მინისტრი                              ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია