საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 848
2009 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქარელის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქარელის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი ქარელის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მიწის ფართობებზე ხვნა-თესვის სამუშაოების ჩასატარებლად.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ვ. ვარძელაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური