„რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №771 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
840
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-11-11
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №771 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 840

2009 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის № 771 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის № 771 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ პირთა მიერ 2009 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 1 260 000 (ერთი მილიონ ორას სამოცი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) ელექტროენერგიის საფასურის ასანაზღაურებლად – 615 000 (ექვსას თხუთმეტი ათასი) ლარი;

ბ) ბუნებრივი აირის საფასურის ასანაზღაურებლად – 645 000 (ექვსას ორმოცდახუთი ათასი) ლარი. “ .

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ნ. გილაური

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია