„სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №132 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
836
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-11-11
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №132 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 836

2009 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის № 132 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ სოფ­ლის მოსახლეობისათვის ამ­ბუ­ლატორიული მომსახუ­რების მი­წო­დების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ “ საქართვე­ლოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის № 132 განკარ­გუ­ლე­ბაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და პირველ პუნქტს დაემატოს „ დ “ ქვეპუნქტი შემ­დეგი რე­დაქციით:

„ დ) იმ პირების განსაზღვრა, რომელთა მიერ მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შემთხვევაში განხორ­ციელ­დება/ხორციელდება სოფლის მოსახლეობისათვის ამბულა­ტო­რიული მომსახურების მიწოდება „ ა “ და „ ბ “ ქვეპუნქტით გან­საზღვრული პირების წერილობითი განცხადების საფუძველზე მათი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისას ან დროებითი შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნის პერიოდ­ში. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მისი მოქმედება გავრცელდეს 2009 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                               ნ . გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია