საქმე №2/647
ს ა ო ქ მ ო გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2013 წელი ს 26 ნოემბერი
ქ . ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი ნოდარი გიორგიძე
მოვალე : შ . პ . ს . ,, ბლექ სი ინვესტი ს ’’ დირექტორი ს - როლანდ ჩანტლაძის ,
კრედიტორების : სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მადონა გეწაძის, ელგუჯა გუგუშვილის წარმომადგენლის ეკატერინე გუგუშვილის , ირმა გოგშელიძის , გალაქტიონ ახვლედიანის , თეა შაყულიშვილის , თინათინ შალამბერიძის , იოსებ ალავიძის , ლევან ალავ ი ძის , ვანდა ანთიძის , ლელა აბესალმიძის , გიორგი კობერიძის და ხათუნა მამასახლისის წარმომადგენლის დავით მეცხოვრიშვილის , ლიანა ბახლიშვილის წარმომადგენლის დავით ლომოურიძის , რეაბილიტაციის მმართველის ვლადიმერ სალაძის და სხვათა მონაწილობით განიხილა მოვალის რეაბილიტაციის საკითხი ;
სასამართლომ იხელმძღვანელა ,, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ” საქართველოს კანონის მე -7, მე -8, 27- ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1 . მოწვეული იქნეს შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრება 2014 წლის 23 იანვარს 15:00 საათზე .
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ( ქალაქი ქუთაისი , კუპრაძის ქ . № 11, მესამე სართული , სხდომის დარბაზი №3 ).
3. კრებაზე განხილული იქნას შემდეგი საკითხი:
ა) შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ რებილიტაციის გეგმის წარმოდგენის შემთვევაში მისი განხილვა და შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ რეაბილიტაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობა .
4 . განჩინება გამოქვეყნდეს გაზეთ „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლო დაფაზე .
5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს , აგრეთვე იმ პირებს , რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 ( ხუთი ) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ( მის . ქ . ქუთაისი კუპრაძის № 11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია . თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი , კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან .
მოსამართლე გენადი მაკარიძე