,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ნოემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
51
მიმღები ორგანო
ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-26
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.162.016211
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ნოემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №51

2013 წლის 20 დეკემბერი

ქ. ახმეტა

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ნოემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
  ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ნოემბრის №45 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 02/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.162.016205) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს თვეში 140 (ას ორმოცი) ლარის ოდენობით. გაწეული საქმიანობის შესაბამისად, საკრებულოს წევრს აუნაზღაურდება დამატებითი ხარჯებიც.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეალექსი მაილაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია